Thursday, July 12, 2012

სასწავლო პროექტი


სასწავლო პროექტი
1.პროექტის სახელწოდება;მდინარის,მისი ბინადრებისა და მდინარის მდებარე ტერიტორიის გადარჩენა
2.პროექტის აქტუალობა;მდინარე, რომელიც ჩვენი სოფლიდან  მიედინება ნაგავსაყრელადაა ქცეული.ზაფხულობით მდინარეში ბანაობა სეუძლებელია, გარდა ამისა, წყლის ბინადრებს გაუჭირდათ დაბინძურულ წყალში ცურვა და სუნთქვა.
3.პროექტის მთავარი იდეა;მდინარის წყალი ყოფაცხოვრებაში საერთოდ არ გამოიყენება, განსაკუთრებით გაზაფხულ-ზაფხულში,როცა ირგვლივ ყველაფერი მწვანეა და ლამაზი,ჩვენი მდინარისა  სანაპირო კი გაჭუჭყიანებულია.აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ჩვენი მდინარისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება
4.პროექტის მიზნები;
ა.მდინარისა და მისი მდებარე ტერიტორიის დასუფთავება და მოწესრიგობა.
ბ.მოსახლეობის მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება.
გ.სკოლისა და თემის დაახლოება
5.მონაწილეთა ასაკი;17-18 წელი.
6.ვადების ხანგრძლივობა;20მარტიდან 5აპრილამდე.
7.მოსალოდნელი შედეგები;მდინარე იქნება დასუფთავებული, მისი მდებარე ტერიტორია გალამაზებული. მოსწავლეებს ექნებათ ჩამოყალიბებული ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების ელემენტარული უნარჩვევები
8.პროექტისათვის საჭირო რესურსეგი;ნერგები,ბარი,მანქანა.
9.პროექტის მსვლელობა;
ა.საინიციატივო ბუკლეტების დამზადება და გავრცელება,პროექტზე მომუშავე გუნდის წევრების შერჩევა
ბ.სპეციალური კითხვარის შემუშავება დამოსახლეობაში გამოკითხვის ჩატარება.
გ.შეხვედრა გარემოს დაცვის ინსპექციასთან,დასუფთავების სამსახურის თანამშრომელებთან, ადგილობრივ მმართველობასთან.aa
დ.დავწერეთ თხზულებას თემაზე“მე მიყვარს ჩემი სოფელი“
.ე.პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდობასთან ერთად მოვაწყვეთ დასუფთავების აქცია-„გადავარჩინოთ ჩვენი მდინარე და მისი მდებარე ტერიტორია“.
10.საგნებთან, ეროვნულ გეგმასთან კავშირი;პროექტი კავშირშია ბუნების,შრომის,ისტორიის,მშობლიური ენის გაგვეთილებთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი;ნანული ზურნაჩიან.
12ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanuli zurnachjan@gmail.com

No comments:

Post a Comment